logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: ღია კარის მტვრევას მაგონებს ეს ყველაფერი...
- +

10 მარტი. 2017. 01:23


 

„ღია კარის მტვრევას მაგონებს ეს ყველაფერი, მაშინ როდესაც საუბარი სულ სხვა რამეზე მიდის. არ კმარა არგუმენტაცია, რომ ეს ასე უნდა იყოს", - ამ სიტყვებით საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დისკუსიას გამოეხმაურა. როგორც ნარჩემაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, ოპოზიციას არ გააჩნია მყარი არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა ირჩეიდეს პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით.


„ღია კარის მტვრევას მაგონებს ეს ყველაფერი, მაშინ როდესაც საუბარი სულ სხვა რამეზე მიდის. არ კმარა არგუმენტაცია, რომ ეს ასე უნდა იყოს. რატომ უნდა იყოს, ეს უნდა დავასაბუთოთ. სამწუხაროდ კომისიის წევრებს ვერ მოჰყავთ ელევანტური მაგალითები. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და გვაქვს ასეთი გეზი და აქცენტები, შესაბამისი კომპეტენციის პრეზიდენტი გვჭირდება",-განაცხადა ნარჩემაშვილმა.


ის აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნევს იმაზე საუბარს, რომ არჩეულ პარლამენტს არ აქვს მანდატი მიიღოს გადაწყვეტილება პრეზიდენტის არჩევის წესზე.

 

„კონსტიტუციის შეცვლის ლეგიტიმაცია მოგვცა ხალხმა და როგორ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ  არ გვაქვს ლეგიტიმაცია, რომ პრეზიდენტი პირდაპირი თუ არაპირდაპირი წესით ავირჩიოთ", - აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner