logo_geo
eng_logo
დღეს ამირ კაკაბაძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება
- +

10 მარტი. 2017. 10:25



10 მარტს, 19:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ამირ კაკაბაძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება. ღონისძიება მხატვრის 75 წლის იუბილეს ეძღვნება.


ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს ამირ კაკაბაძის შემოქმედების ყველა ასპექტს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევრები - ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, პოპ-არტი, კინოსა და თეატრის მხატვრობა. გამოფენა 2017 წლის 28 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.


ამირ კაკაბაძე დაიბადა თბილისში, ცნობილი ქართველი მხატვრის, დავით კაკაბაძისა და ეთერ ანდრონიკაშვილის ოჯახში; თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ცხოვრობდა და მუშაობდა საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში.


გამოფენის ორგანიზატორია დავით კაკაბაძის ფონდი.


გამოფენის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, არტარეა, სილქროუდ ჯგუფი და ღვინის კომპანია „შილდა".


მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა. შოთა რუსთაველის გამზ.11.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner