„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოცილურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც არასამტავრობო ოგანიზაციის- „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"- ის ანგარიშს აფასებს:
„გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციამ "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" 2015 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი დადანაშაულებულია მრავალ საკითხში, ჰომოფობიაში, სიძულვილში, შეუწყნარებლობაში... ანგარიშში ყურადღება მიიქცია ერთმა ფაქტმა, კერძოდ 2015 წლის 4 იანვარს, ქუჩის არტისტებმა: მარიამ ნატროშვილმა და გვანცა ჯიშკარიანმა საპატრიარქოს შენობის წინ გააკეთეს წარწერა "25 მილიონი". 8 იანვარს წარწერის ავტორები პოლიციაში დაიბარეს. პატრიარქის სურვილი ყოფილა რომ არტისტები არ დასჯილიყვნენ და თურმე ეს ყოფილა დომინანტური საეკლესიო იერარქიის წარმომადგენლების მიერ არაფორმალური ჩარევა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში!!! ანუ პატრიარქის კეთილშობილური, მიმტევებლური ბუნება თურმე დემოკრატიის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს ეწინააღმდეგება!!!
ცნობისათვის წარწერის გაკეთება შენობის ფასადზე ისჯება "საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის" 150-ე მუხლით.
ანგარიშიდან ნათლად ჩანს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" წარმოადგენს ერთ-ერთ მავნებელ ორგანიზაციას, რომელიც იცავს მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების ინტერესებს და გრანტების სანაცვლოდ მოქმედებს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ.
ქართველ ერს ბრალს სდებს არატოლერანტობაში, ეროვნული, რელიგიური და სექსუალური უმცირესობის ჩაგვრაში, ხოლო სახელმწიფოს მათი უფლებების არასათანადოდ დაცვაში."
იხილეთ ანგარიშის ბმული: http://www.gdi.ge/uploads/other/0/313.pdf