logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: საწყენია!
- +

10 მარტი. 2017. 10:54




საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შესახებ წერს:

 

„პირადად მე დავესწრებოდი პრეზიდენტთან დანიშნულ შეხვედრას, ქუთაისში რომ არ ვყოფილიყავი. რამეთუ, საჯარო მსჯელობა კონსტიტუციაზე რაც შეიძლება ფართო უნდა იყოს, რათა კონსენსუსის მიღწევა შევძლოთ მთავარ საკითხებზე...

 

თუმცა, ასეთი შეხვედრა არ უნდა გახდეს ახალი დაპირისპირების საგანი და ამიტომ, სიფრთხილე ევალებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეხვედრის მოწვევისას. ის, რომ სესიისთვის განკუთვნილი კვირა და პლენარული სხდომების განრიგი არ იქნა გათვალისწინებული, იკითხება როგორც პარლამენტის მიმართ უპატივცემლობა. ის, რომ ამ შეხვედრის დანიშნვა მოყვება ოფიციალურ კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მონაწილეობაზე უარის თქმას, წინასწარ ძაბავდა სიტუაციას.

 

ძნელია არ დაინახო, რომ ამითი და მის მიერ რადიკალური პოზიციების დაჭერით „რუსთავი 2"-ის და სხვა საკითხებზე, ნელ-ნელა პრეზიდენტი ცილდება კონსტიტუციის მიერ დადგენილ მიუკერძოებლობას და თავს აყენებს საოგადოების ერთი პოლიტიკური გუნდის სათავეში.

 

ამ პოლიტიკურ თამაშში ჩართვით ასუსტებს ინსტიტუტს და აძლიერებს არგუმენტებს, პრეზიდენტის საყოველთაო არჩევანის წინააღმდეგ.

 

ეს არა მხოლოდ სამწუხაროა, საქართველოს სახელმწიფო წყობისთვის, ალბათ არასწორი გადაწყვეტილება იქნება... ამას გააფორმებს (და ასეც არის წარდგენილი უცხოელებთან ) როგორც კიდევ ერთი შეტევა დემოკრატიაზე... და ამ მანტიაში გახვეული ემზადება შემდგომი პოლოტიკური კარიერისთვის...

 

სქემა ნათელია, „ნაციონალებსაც" აწყობთ, რამეთუ საპრეზიდენტო ფიგურა არ გააჩნიათ... და ასე შემდეგ...

 

კიდევ ერთხელ, ჩვენს ისტორიაში, პოლიტიკური გათვლები სახელმწიფოზე მაღლა დგას... საწყენია!" - წერს ზურაბიშვილი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner