logo_geo
eng_logo
„ეკლესიაში ვნახე, იატაკზე დამხობილი სანთლის ჩამონაღვენთებს ფხეკდა... ეს შორენა თეთრუაშვილი იყო...“
- +

10 მარტი. 2017. 11:38


 

 

შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შესახებ წერს.


„დედაჩემის მონაყოლი: ინსტიტუტის მერე სკოლაში ერთად დავიწყეთ მუშაობა პედაგოგებად რაღაცნაირი მორიდებული იყო, ყველაზე მეტად ჩემთან ახლობლობდა. ერთხელაც, ყველა პედაგოგს სამედიცინო კომისია გაგვატარეს. მოგვიანებით გავიგეთ, ჭლექის ნიშნები ჰქონია. დირექტორმა მე დამავალა, გადაეცი ნუღარ მოვა სკოლაში ბავშვებთან მაგის მუშაობა არ შეიძლებაო. ვერ შევძელი მისთვის მეთქვა, დედამისთან მივედი, იმ დროისთვის ალბათ ერთ-ერთ გაჭირვებულ ოჯახში. ძლივს შევძელი მეთქვა იმ მოხუცი ქალბატონისთვის... რა ვქნა შვილო, ისედაც ძალიან გვიჭირს და საჭმელს რომ გავაკეთებ, გარეთ გააქვს და მაწანწალა ძაღლებს და კატებს აჭმევს, თვითონ მშიერი რჩება უმეტესად. მოგვიანებით ეკლესიაში ვნახე, იატაკზე დამხობილი სანთლის ჩამონაღვენთებს ფხეკდა. ეს თანამშრომელი შორენა თეთრუაშვილი იყო", - წერს მალხაზ თოფურია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner