თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, ფარული ჩანაწერების გავრცელების სამ მიზეზს ასახელებს. ამის შესახებ მან გადაცემა „არჩევანის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„კადრების გავრცელების მიზანი მოსახლეობის დაშინებაა და მოქალაქეებში დაუცველობის განცდის დათესვაა, მეორე - არასტაბილურობა და არჩევნების ჩატარება მძიმე დაპირისპირების ფონზე და მესამე, მოსახლეობაში იმედგაცრუების გამოწვევა, რაც სახელმწიფოს დააზიანებს.
ეს არის შეტევა პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე. ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ დროულად იყოს გამოძიებული. მიმართა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს და კომპეტენტურ ორგანოებს, ასევე პარტნიორი ქვეყნების ძლიერი საგამოძიებო ორგანოებიც ჩავრთეთ. ამ საქმის გამოძიება არ აწყობს მათ, ვისაც არა აქვს პერსპექტივები არჩევნებზე და ასეთია ნაციონალური მოძრაობაც, რომელიც, ჩემის აზრით, გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.