logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: რაო ნაცმადიდებლებმა? რა გაყურსულები არიან, არ იმჩნევენ?
- +

10 მარტი. 2017. 13:28



ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს და უკრაინაში საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს, თეიმურაზ ნიშნიანიძეს უკრაინის პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების მითვისებისთვის ბრალი წაუყენა. საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც თეიმურაზ ნიშნიანიძე უკრაინაში საქართველოს კონსულის თანამდებობას იკავებდა.


​ნიშნიანიძე კიევი-ოდესის გზაზე გააჩერეს და ბრალიც იქვე წაუყენეს. ყოფილი გენერალური კონსული გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.


აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს:

 

„ის პროკურატურაში დღეს არის დაბარებული და დღესვეა ჩანიშნული სასამართლო პროცესი. რაო ნაცმადიდებლებმა? რა გაყურსულები არიან, არ იმჩნევენ?", - წერს ჯღარკავა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner