logo_geo
eng_logo
დავით საყვარელიძე: უკრაინაში რეფორმები არავის სჭირდება!
- +

29 მარტი. 2016. 23:42


დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხმიანება.

 

„დიახ, მე დავარღვიე პროკურორის ეთიკა. მაგრამ დავარვიე ამ  ტერმინის მათი გაგებით."- განაცხადა საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ უკრაინაში დღეს რეფორმები არავის  სჭირდება.


"როგორც იცით, დღეს გენერალურმა პროკურორმა გამათავისუფლა მისი მოადგილის და ოდესის პროკურორის თანამდებობიდან. მათ ამის მიზეზად დაასახელეს პროკურორის ეთიკის უხეში დარღვევა. მე მინდა ღიად განვაცხადო: დიახ, მე დავარღვიე პროკურორის ეთიკა. მაგრამ დავარვიე ამ  ტერმინის მათი გაგებით. მათი აზრით პროკურორის ეთიკა ეს არის ქურდობა, კორუფცია და დაუსრულებელი მფარველობა. ეს ეთიკა მე დავარღვიე და ყოველთვის დავარღვევ. ჩემი დანიშვნის პირველივე დღიდან მე დაკავებული ვიყავი მუდმივი ბრძოლით ზუსტად ეთიკის ასეთ წესებთან", - აღნიშნა საყვარელიძემ.


მან ხაზი გაუსვა, რომ კორუფციასთან ბრძოლა იყო მისი მთავარი დავალება, რაც მას პირადად უკრაინის პრეზიდენტმა მისცა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner