logo_geo
eng_logo
საველე სკოლის პროექტში მონაწილეობისთვის კონკურსი გამოცხადდა
- +

10 მარტი. 2017. 13:47



ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, თბილისის განვითარების ფონდის და ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის დაფინანსებით, გამოცხადდა კონკურსი საველე სკოლის პროექტში მონაწილეობისთვის. იწვევენ 17-დან 40 წლამდე რესტავრაციისა და ქვის თლის სფეროთი დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს, შესაბამის სფეროში გადამზადების მიზნით.

 

„პროექტის მიზანია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და შენარჩუნების ხელშეწყობა-პოპულარიზაცია.

 

აღნიშნული პროექტი მოიცავს ფრანგი რესტავრატორი-ინსტრუქტორის, ჟან ლუი ანკარის მიერ თეორიული და პრაქტიკული კურსის საფუძველზე, პროექტში მონაწილე პირთა გადამზადებას.

 

პროექტი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილე პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, განახორციელონ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის რესტავრაციისთვის  საჭირო სხვადასხვა პრაქტიკული სამუშაოები: ძველი შენობის შეფასება, მასალის ხელახალი გამოყენება, გამაგრება და აღდგენა,  ქვის თლის ტრადიციული და თანამედროვე მეთოდების შესწავლა, ტექნიკური ნახაზის შედგენა ძველი თბილისის ზოგიერთი ქუჩის მაგალითზე, სამუშაოებისა და ხელსაწყოების, ქვის თლის  აღმნიშვნელი ტერმინების დამუშავება ქართულ-ფრანგულ-ინგლისურ ენებზე.

 

პროგრამით გათვალისწინებულ თეორიული ნაწილს როგორც ფრანგი,  ასევე,  ქართველი სპეციალისტები ჩაატარებენ.

 

პროექტისათვის შერჩეულ პირებს დაენიშნებათ სტიპენდია.

 

კონკურსი 2 ეტაპად ტარდება :  საბუთები მიიღება 17 მარტის ჩათვლით, მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები კი გაივლიან ზეპირ გასაუბრებას არაუგვიანეს 2017 წლის 1 აპრილისა", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner