logo_geo
eng_logo
ბექა მჭედლიშვილი: ადამიანებს, რომლებმაც გადახდისუნარიანობა დაკარგეს, ამომღები კომპანიები აშანტაჟებენ!
- +

29 მარტი. 2016. 23:49


„არა ონლაინ სესხებს" კამპანიის ავტორი ბექა მჭედლიშვილი სესხის გამცემი ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოდის და გადაცემაში  2030 აღნიშნავს, რომ მსესხებელს თანხაზე დარიცხული ძალიან დიდი პროცენტის გამო, ხშირად თანხის დაფარვა არ შეუძლია.

 

 „ფულს არავინ გაჩუქებს და სესხს რომ იღებ, უნდა დააბრუნო. ეს ყველამ იცის, მაგრამ ადამიანები, რომლებმაც გადახდისუნარიანობა დაკარგეს, სესხის გადანაწილებას ითხოვენ. ერთეული კომპანიები ამ პირობებზე მოდიან, მაგრამ უმრავლესობა არ თანხმდება და სესხის მაღალ ჯარიმებზე ასვლას ელოდებიან. ამის შემდეგ, ამომღები კომპანიები შანტაჟს იწყებენ. ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი ამ სფეროს რეგულაციებში მოქცევას იწყებს, რაც ძალიან სასიხარულოა." - აცხადებს ბექა მჭედლიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner