9 მარტს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში მგალობელ-მომღერალთა გუნდ „დიდგორის" რიგით მესამე აუდიო ალბომის წარდგენა გაიმართა.
ალბომში - „სიმღერა, როგორც ცხოვრების წესი" შესულია სიმღერები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
ალბომი ჩაიწერა სტუდიაში „მრავალჟამიერი".
ალბომი გამოიცა ფონდ „ქართული გალობის" ფინანსური მხარდაჭერით.