logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ყოველდღე ჩვენი მინიმუმ ორი ახლობელი იღუპება ავარიების შედეგად...
- +

10 მარტი. 2017. 18:36


საპარლამეტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი წარადგინა და განაცხადა, რომ აუცილებელია ამ სფეროში ჩარევა, რათა მოხდეს ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია. თალაკვაძემ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 10 000 ადამიანი ავტოსაგზაო შემთხვევაში შავდება.


„მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ საზგაო მოძრაობის სფერო არის ფართო დაინტერესების საგანი და საზოგადოების ინტერესი ამ საკითხზე არის ძალიან მაღალი.

 

ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ავტოპარკი გაიზარდა მინიმუმ 20%-ით, გაფართოვდა საგზაო ინფრასტქუტურა და გაკეთდა ახალი გზები, გაიზარდა ვიზიტორთა რიცხვი და ტრანზიტული მოძრაობა. ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, აღნიშნული მაჩვენებლის კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი. შესაბამისად, იზრდება რისკები და ჩვენ ვდგებით ახალი გამოწვევის წინაშე. ამიტომ, ვალდებულნი ვართ ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც მისაღებია. ეს ყველაფერი კეთდება „თქვენთვის, თქვენი გულისთვის და თქვენი უსაფრთხოებისთვის" - სწორედ ასე ჰქვია იმ კამპანიას, რომელიც შარშან დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ და რომლის მიზანიცაა მოსახლეობის ინფორმირება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობაზე.

 

ჩვენ ვნახეთ მონაცემები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა და ნათელია, რომ ყოველდღე ჩვენი მინიმუმ 2 ახლობელი, მეგობარი ან მეზობელი იღუპება ავარიების შედეგად. ამავე მონაცემებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა სტატისტიკური ინფორმაცია და მეც მინდა დამატებით გითხრათ, რომ 10 000-ს აღემატება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა, მათ შორის, მძიმე ტრავმას იღებენ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, მათ შორის, არის სამწუხაროდ 100-ობით ბავშვი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner