საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „რეაქციაში" ვანო მერაბიშვილის შეწყალების თემაზე ისაუბრა. მარგველაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგის სასამართლო დაადგენს, რომ მერაბიშვილის მიმართ კანონი დაირღვა, ეს ავტომატურად უდანაშაულობას არ ნიშნავს.
„,მე არ ვიცი რანაირად შეილახა ბატონი მერაბიშვილის უფლებები. მე მინდა დავადასტურო, რომ ყველა ადამიანს, რომელიც ციხეში ზის გააჩნია თავისი უფლებები, მაგრამ უფლებების შელახვა ავტომატურად უდანაშაულობას არ ნიშნავს"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.