logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: მაუწყებელში იურიდიულად ასეა, რომ საშტატო განრიგი არ არის
- +

10 მარტი. 2017. 21:50


 

„საზოგადოებრივ მაუწყებელში" თანამდებობრივ პირად მხოლოდ გენერალური დირექტორი ითვლება", - ეს ინფორმაცია „აიპრესს" მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.


ამავე ინფორმაციის მიხედვით, მაუწყებლის თანამშრომელთა ვინაობა და ხელფასები პერსონალურ ინფორმაციას განეკუთვნება, შესაბამისად კონკრეტული ინფორმაცია საჯარო არაა, ხოლო საშტატო განრიგი დამტკიცებული არ არის.


მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 45 მილიონი ლარით ფინანსდება. უნდა იყოს თუ არა მის შესახებ ინფორმაცია საჯარო და ხომ არ არის საკანონმდებლო ხარვეზი ამ მხრივ? ამ კითხვით „აიპრესმა" საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ვასილ მაღლაფერიძეს მიმართა:


 „მე ვარ შტატში, დღეს მოვაწერე მაგას ხელი და ჩემზე გიწერიათ უკვე. ასეთი წესი დამხვდა „საზოგადოებრივ მაუწყებელში", რომ მხოლოდ მე ვარ შტატში. შტატში ყველა თანამშრომელია, უბრალოდ საშტატო განრიგი არ არის. არ აგერიოთ ეს ორი რაღაც ერთმანეთში. მუშაობენ, ხელშეკრულებებიც აქვთ გაფორმებული თანამშრომლებს, უბრალოდ იურიდიულად ასეა, რომ საშტატო განრიგი არ არის.

 

ხელფასების შესახებ ინფორმაცია საიდუმლო არ არის, უბრალოდ კონკრეტული პირის ხელფასია საიდუმლო, ისევე როგორც თქვენი ხელფასი. ჩემი ხელფასი ღიაა. კანონია ასეთი, რომ მაუწყებლის თანამშრომლების ხელფასები პერსონალურია. თუ შეიცვლება კანონი, ისიც ღია გახდება. მე საჯარო მოხელედ ვითვლები, ისინი არ ითვლებიან", - აღნიშნა მაღლაფერიძემ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner