logo_geo
eng_logo
კლდიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
- +

10 მარტი. 2017. 22:04



საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.


„ადგილზე მობილიზებულია 21 სახანძრო და სამაშველო მანქანა და 110-მდე მეხანძრე-მაშველი, რომელთა ოპერატიული რეაგირების წყალობით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღმოფხვრილია.

 

ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

შეგახსენებთ, რომ საბჭოს მოედანთან, კლდიაშვილის ქუჩაზე დღეს სავხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე რამდენიმე სამაშველო ბრიგადა, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები იყო მობილიზებული. ხანძრის შედეგად დამწვარია 2000-ზე მეტი კვ.მ. ფართობი. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner