logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია ხანძრით დაზარალებულებზე: მოსახლეობას მაქსიმალურად დავუდგებით გვერდში
- +

10 მარტი. 2017. 22:37



კლდიაშვილის ქუჩაზე, სადაც სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია მივიდა. როგორც თბილისი მერმა აღნიშნა, მოსახლეობას ასევე დაეხმარებიან სარემონტო სამუშაოებში.

 

„მოსახლეობას მაქსიმალურად დავუდგებით გვერდში, რომ ზიანი, რაც მიადგათ, მინიმუამდე იყოს დაყვანილი", - განაცხადა ნარმანიამ.

 

შეგახსენებთ, რომ საბჭოს მოედანთან, კლდიაშვილის ქუჩაზე დღეს სავხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე რამდენიმე სამაშველო ბრიგადა, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები იყო მობილიზებული. ხანძრის შედეგად დამწვარია 2000-ზე მეტი კვ.მ. ფართობი. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner