კლდიაშვილის ქუჩაზე, სადაც სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია მივიდა. როგორც თბილისი მერმა აღნიშნა, მოსახლეობას ასევე დაეხმარებიან სარემონტო სამუშაოებში.
„მოსახლეობას მაქსიმალურად დავუდგებით გვერდში, რომ ზიანი, რაც მიადგათ, მინიმუამდე იყოს დაყვანილი", - განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ საბჭოს მოედანთან, კლდიაშვილის ქუჩაზე დღეს სავხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე რამდენიმე სამაშველო ბრიგადა, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები იყო მობილიზებული. ხანძრის შედეგად დამწვარია 2000-ზე მეტი კვ.მ. ფართობი. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.