logo_geo
eng_logo
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ვლადიმირ პუტინს მოსკოვში შეხვდა
- +

10 მარტი. 2017. 23:08



თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს მოსკოვში შეხვდა. ერდოღანის და პუტინის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.


CNN-ის ცნობით, პრეზიდენტების შეხვედრის მთავრ თემას სირიის საკითხი წარმოადგენდა, სადაც რუსეთი და თურქეთი სამხედრო ქმედებებს კოორდინირებულად ახორციელებენ.

 

"ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების საკმაოდ სწრაფად აღდგენის გამო.


ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყველაზე მწვავე კრიზისების გადაჭრაზე, პირველ რიგში სირიაში. მოხარული ვარ ვთქვა, ყველასთვის მოულოდნელად, ჩვენმა სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ეფექტური და მჭიდრო კონტაქტი დაამყარეს, ჩვენ გვაქვს ძალიან სანდო და ეფექტური დიალოგი" - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.


ერდოღანსა და პუტინს შორის ბოლო შეხვედრა გასული წლის აგვისტოში გაიმართა, მას შემდეგ რუსეთმა თურქეთისთვის დაწესებული სანქციები შეამსუბუქა. სანქციები, თურქეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცეში შესული რუსული ბომდამშენის ჩამოგდებას მოჰყვა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner