logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: წელს დაახლოებით 1 000-მდე სახლი შეიძლება იქნეს შესყიდული
- +

11 მარტი. 2017. 11:19



დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა „საქმიან დილასთან" დევნილთა თემაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, სახელმწიფო ახალ პროგრამებზე მუშაობს, რის შედეგადაც დევნილებს როგორც საცხოვრებელი, ისე სამუშაო პირობებიც ექნებათ.





„როდესაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მოვედი, 2014 წელს 60 სახლის შესყიდვა იყო დაგეგმილი. ეს იყო მთელი წლის ამოცანა და გეგმა. მაშინ ჩვენ მიდგომა შევცვალეთ და ახლა დაახლოებით თვეში 50-60 სახლის შესყიდვა ხდება.  წელს დაახლოებით 1 000-მდე სახლი შეიძლება იქნეს შესყიდული იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მოთხოვნა.

 

უმრავლეს შემთხვევაში, დაახლოებით 95% ეს არის სახლი, თავისი მეურნეობა, მიწა, პლანტაცია ახლავს, ზოგჯერ ხილის ბაღი, ხან ციტრუსი.

 

ეს ადამიანები არა მხოლოდ ინტეგრაციას ახდენენ იმ ადგილებთან, სადაც სახლდებიან, არამედ მათ ავტომატურად უჩნდებათ შემოსავალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ორი ამოცანა ერთად გადავწყვიტოთ.  ერთი არის სიღარიბის დაძლევის ამოცანა და მეორე - მათი საკუთრება, ბინა უჩნდებათ.

 

მთლიანი სამინისტროს ბიუჯეტი 85 მილიონია, საიდანაც 70 მილიონი მთლიანად დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფას ხმარდება. ჩვენი სამინისტრო რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის არის ეკომიგრანტები, ჩვენს მიერ ქვეყანაში დაბრუნებული მიგრანტებიც, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან.  70 მილიონი სწორედ დევნილთა გრძელვადიან განსახლებაზე იხარჯება. დანარჩენი სოციალური პროგრამებია, რომლებიც ერთჯერადი დახმარებებია.

 

ჩვენ ვგეგმავთ, რომ მომავალში დევნილების დახმარება კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ, სწორედ ამას ემსახურება ის რეფორმა, რაზეც ახლა ვმუშაობთ", - აცხადებს სოზარ სუბარი.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner