logo_geo
eng_logo
ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი განახლდა
- +

11 მარტი. 2017. 11:50




ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი განახლდა. რესტავრატორები ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს ჭვარტლისგან წმენდენ. პროცესში იტალიელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.


სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი რთული კლიმატური პირობების გამო გარკვეული პერიოდის მანძილზე შეჩერებული იყო.


შეგახსენებთ, ხანძარმა ვარძიაში მე-12 საუკუნის უნიკალური ფრესკები დააზიანა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია თამარ მეფის ფრესკა. სამონასტრო კომპლექსის მოქმედ ტაძარში ცეცხლი 2016 წლის 1 ნოემბერს, გვიან ღამით გაჩნდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner