ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ზურაბ კუკლაძე აცხადებს, რომ ონლაინსესხების საპროცენტო განაკვეთი 1000 პროცენტს უახლოვდება და მომხმარებელებმა არ იციან, რამდენ პროცენტიან სესხს იღებენ.
"საპროცენტო განაკვეთები 1000 %-ს უახლოვდება და მომხარებლებმა არ იციან, რამდენ პროცენტიან სესხს იღებენ. 21 წლის პიროვნებაზე, რომელსაც გადახდისუნარიანობა არ გააჩნია და არც კრედიტინფოშია გაშავებული, სესხი რატომ უნდა გაიცემოდეს?! აუცილებელია, გადახდისუნარიანობის შესწავლა უფრო მკაცრად მოხდეს. გარდა ამისა, პრობლემური აქტივების მართვის კომპანიაში გადასვლის შემდეგ, სესხს გაუგებარი წარმომავლობის საკომისიოები ერიცხება. ყველაზე კაბალური ამოღების პროცესია. არის პირადი ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემის მასობრივი შემთხვევები, რაც დანაშაულია. ამომღები კომპანიები მსესხებლის სამსახურში რეკავენ და ხელმძღვანელს ეუბნებიან, რომ მათი თანამშრომელი სესხს არ იხდის. ამით ადამიანის რეპუტაცია ილახება. ეს ისეთივე დანაშაულია, როგორიც - ფარული ჩანაწერების გავრცელება",- აღნიშნა ზურაბ კუკულაძემ გადაცემა 2030-ში.