logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: მედია არასდროს ყოფილა ისეთი თავისუფალი, როგორც დღეს არის
- +

11 მარტი. 2017. 12:05


 

„მედია არასდროს ყოფილა ისეთი თავისუდალი, როგორც დღეს არის", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან „რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრისას განაცხადა.


თქვენ აქ რამდენიმე სატელევიზიო არხი ხართ წარმოდგენილი, კიდევ ძალიან ბევრია, რომელიც თავისუფლად ოპერირებს და არანაირი საფრთხე თავისუფალ სიტყვას არ ემუქრება.

 

დღეს ყველა პოლიტიკურ პარტიას, ოპოზიციას საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა აქვს, რაც დიდი მონაპოვარია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის.

 

საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია, რომ ის რაც მიღწეული იქნა ბოლო წლებში დემოკრატიის განვითარების კუთხით, შენარჩუნდეს და გაძლიერდეს",- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner