logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა სხვადასხვა სასტუმროებში დაბინავდა
- +

11 მარტი. 2017. 12:29




თბილისის მერის დავით ნარმანია განცხადებით, კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა გუშინ ღამე სხვადასხვა სასტუმროებში დაბინავდა.


გუშინ მე, მერიის შესაბამისი სამსახურები, რაიონული გამგეობა, პოლიციასთან ერთად ვიმყოფებოდით ადგილზე. პირველ ეტაპზე ვიმუშავეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნაწილზე, რაც გულისხმობდა იმას, რომ პერიმეტრის დაცვა მოხდა. დღეს დილიდან ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და თბილისის მერიის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შენობა. ამ ეტაპზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება მიმდინარეობს.

 

გუშინ ღამე მოსახლეობა სხვადასხვა სასტუმროებში დაბინავდა. დღეიდან, იქ, სადაც უსაფრთხოა ცხოვრება, მოსახლეობა, რასაკვირველია, შევა თავის სახლებში. თუმცა, არის დაზიანებული ბინებიც, სადაც აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიმუშავებთ, რათა დროულად აღდგეს. მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას.


სახლში, სადაც ხაძარი გაჩნდა 70-მდე ოჯახი ცხოვრობს, თუმცა, დაზარალებული ნაკლებია. საკმაოდ დიდი სახლია, ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს, სამსართულიანია. არის ბინების ნაწილი, რომელსაც ცეცხლი არ მოკიდებია, ვინაიდან, ოპერატიულად იმუშავა სახანძრო სამსახურმა. ძირითადი კერის გაჩენის და მიმდებარე ტერიტორიაა ძლიერ დაზიანებული, რომლის აღდგენაზეც ვიმუშავებთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


ხანძრის შედეგად გუშინ კლიდიაშვილის ქუჩაზე 2000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დაიწვა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner