logo_geo
eng_logo
„სასულიერო წოდების მაღალ იერარქიებში პოლიტიკური სიმპატიები და ანტიპატიები გადამწყვეტი არ უნდა იყოს!“
- +

11 მარტი. 2017. 14:15




პატრიარქმა გრძელი გზა გაიარა და ღმერთმა დიდი ხნის სიცოცხლე მისცეს, თუმცა მისი ასაკის გამო მძაფრდება სიტუაცია", - ამის შესახებ „გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა „რეაქციის" ეთერში განაცხადა და საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.


„სასულიერო წოდების მაღალ იერარქიებში პოლიტიკური სიმპატიები და ანტიპატიები არ უნდა იყოს გადამწყვეტი და წარმმართველი. ერთია, როდესაც ქვეყანა იბრძვის, ეს არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და ეკლესიას აქვს თავისი პოლიტიკური პოზიცია. ხოლო მეორეა, როდესაც დამოუკიდებელ ქვეყანაში, ეკლესიაში, მოიძებნებიან ადამიანები, ვინც თავიანთი პოლიტიკური სიმპატიებით და ანტიპატიებით მოქმედებენ, ამას კი, თავისი შედეგები მოჰყვება. მე ვგულისხმობ, მეუფე პეტრეს და სხვებს. ამ სხვებში ბევრს არ ვიტყვი, არის კიდევ ფოთის მიტროპოლიტი, ამ ეპარქიის ხელმძღვანელი, ალბათ არიან სხვებიც, არ აქვს სახელებს და გავრებს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა.

 

პოლიტიკა ერთია, მეორეა შიდა ბრძოლები და ეს არ არის უცხო არც ქართული ეკლესიისთვის და არც სხვა ეკლესიებისთვის. უბრალოდ, აქ ლაპარაკია იმაზე, რაზე შიეძლება იყოს მაღალი იერარქი წამსვლელი, რას შეიძლება დაუპირისპირდეს თავისი მიზნის გამო, მიზნის ასასრულებლად, ამიტომ აქ არის შიდა ბრძოლაც, რა თქმა უნდა", - ამბობს დევდარიანი

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner