logo_geo
eng_logo
საქართველოში პირველად ნერგების ფესტივალი გაიმართება
- +

11 მარტი. 2017. 15:38



საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში პირველად, ჩინური სახალხო დღესასწაული, ნერგების ფესტივალი გაიმართება. გამწვანების აქცია 12 მარტს, 12:00-დან 14:00 საათამდე, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის მიკრორაიონების დამაკავშირებელ გზაზე (112-ის მიმდებარე ტერიტორია) ჩატარდება.


ფესტივალი,  gbtimes Georgia-ს, ჩინეთის სავაჭრო პალატისა და 112-ის ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, თბილისის მერიისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.


ღონისძიებაში მონაწილეობენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, თბილისის მერი, გარემოს დაცვის მინისტრი, ჩინური კომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ და ა.შ.


ფესტივალზე 112 ნერგი დაირგვება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner