logo_geo
eng_logo
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრეებმა შსს-ს თანამშრომელი გაიტაცეს
- +

11 მარტი. 2017. 16:05



გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრეებმა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.


როგორც ცნობილია, პოლიციელი ოკუპანტებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე გუგუტიანთკარისა და ზარდიაანთაკარის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.


ე.წ. მესაზღვრეებმა შსს-ს თანამშრომელი მაშინ დააკავეს, როცა ის შესვენებაზე იყო გასული.


ამ დროისთვის დაუზუსტებელია, სად გადაიყვანეს დაკავებული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner