logo_geo
eng_logo
ერდოღანი ნიდერლანდების მთავრობას: ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ დაეშვებიან თქვენი თვითმფრინავები თურქეთში!
- +

11 მარტი. 2017. 18:16



თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიდერლანდების მთავრობის მიერ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის როტერდამში შეშვების ნებართვის გაუქმების გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომ ყველაფერ ამას უკუეფექტი ექნება.


„16 აპრილის საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის შემდეგ თურქეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს. ანკარას შეუძლია მოთმინება. ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ დაეშვებიან თქვენი თვითმფრინავები თურქეთში. ვგულისხმობ დიპლომატების თვითმფრინავებს", - განაცხადა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა.


დღეს ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს როტერდამში ჩაფრენის ნებართვა გაუუქმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner