logo_geo
eng_logo
სუს-ში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლის გატაცების ფაქტს არ ადასტურებენ
- +

11 მარტი. 2017. 21:20



შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის კარალეთის ბაზის თანამშრომელი, 1974 წელს დაბადებული თორნიკე აბლოთია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს, უკვე ბაზაზე იმყოფება.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გატაცების ფაქტს არ ადასტურებს.

 

„თორნიკე აბლოთიას გატაცების ან დაკავების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, რაც უკვე მოგვარებულია. აბლოთია ამჟამად დისლოკაციის ადგილზე იმყოფება", - აცხადებენ სუს-ში.


ე.წ. მესაზღვრეების მიერ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლის გატაცებაზე ინფორმაცია მედიასაშუალებებში დღეს გავრცელდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner