გავრცელებული ინფორმაციით, თეთრ სახლში უცნობი პირი შეიჭრა. შემთხვევის დროს რეზიდენციაში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.
სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა დამნაშავე დააკავეს, თუმცა მას ჩხრეკის დროს არანაირი საშიში ნივთი არ აღმოაჩნდა.
აგენტებმა მიმდებარე ტერიტორია შეამოწმეს, თუმცა საეჭვო ვერაფერი შეამჩნიეს.