logo_geo
eng_logo
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
- +

11 მარტი. 2017. 22:36




მთაწმინდის რაიონში, ამაღლების და ჭონაქაძის ქუჩების კვეთაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე 300-მმ-იანი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაზიანდა.


ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები და ტექნიკური სამუშაოების შედეგად, დაზიანებული ურდული, ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულით შეიცვლება.


აღნიშნულთან დაკავშირებით, 12  მარტის დილის 09:00 საათამდე,  წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:


მთაწმინდის რაიონში:


არსენას,  გ.ლეონიძის, ს. მესხის, იაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.



წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  http://www.gwp.ge


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - ნათქვამია GWP-ის განცხადებაში.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner