მთაწმინდის რაიონში, ამაღლების და ჭონაქაძის ქუჩების კვეთაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე 300-მმ-იანი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაზიანდა.
ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები და ტექნიკური სამუშაოების შედეგად, დაზიანებული ურდული, ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულით შეიცვლება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 12 მარტის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:
მთაწმინდის რაიონში:
არსენას, გ.ლეონიძის, ს. მესხის, იაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - ნათქვამია GWP-ის განცხადებაში.