logo_geo
eng_logo
ვაჟა აზარაშვილი: სამარცხვინო ფაქტია, ნუ გადავგვარდებით! ეს არ არის ცივილიზაცია!
- +

29 მარტი. 2016. 22:19

კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილი განცხადებით საქარველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ უნდა დაკანონდეს, რადგან ეს არ არის ის ცივილიზაცია, რომელსაც ქართველი ხალხი ეტრფის.


როგორც გდაცემაში „პრიორიტეტი" აზარაშვილმა განაცხადა, ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს.


„გავიხსენოთ ჩვენი ცხოვრება და ღირებულებები. ამდენი წელია მოვდივართ, როდის გვქონდა დამწერლობა. გავიხსენოთ ქალისა და მამაკაცის დამოკიდებულება, ქალის კულტი, პატივისცემა, იგივე ქართულ ცეკვაში,  როგორი დამოკიდებულებაა ქალს და კაცს შორის.

 

დღეს მეტი პრობლემა არ გვაქვს? ამაზე ლაპარაკი არც უნდა იყოს. თუ ვინმეს სჭირს ეგ უბედურება, იყოს ჩუმად თავის პარტნიორთან და არ არის საჭირო ამის გაფორმება. სამარცხვინო ფაქტია, ნუ გადავგვარდებით საერთოდ, ეს არ არის ცივილიზაცია!

ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს. იყვნენ თავისთვის, არ არის საჭირო ქორწინება და გაფორმება."- განაცხადა ვაჟა აზარაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ ვაჟა აზარაშვილი  იმ საპარლამნეტო კომისიის წევრია, რომელიც  ოჯახთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ სპეციალურად  შეიქმნა.


right_banner right_banner
არქივი
right_banner