შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე რამდენიმე წუთში განცხადებას გაავრცელებს.
შექმნილი სიტუაციის გამო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბათუმში მიემგზავრება.
სპეცრაზმის წარმომადგენლებმა აჭარის პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილი აქციის წევრები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად აქციის 6 წევრი დაშავდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დარბევისას ოთხი სამართალდამცველი დაშავდა.
აჭარის მტავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, აქციაზე დაკავებული 6 პირი უახლოეს საათში გათავისუფლდება.
აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს. აქციაზე შეკრებილები სამართალდამცველების მიერ დაკავებული 6 პირის გათავისუფლებასთან ერთად, საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას ითხოვენ და პატრულის მიერ ჯარიმების გახშირებული დაწერის ფაქტებს აპროტესტებენ.