logo_geo
eng_logo
ბათუმში მიმდინარე აქციაზე დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი დაშავდა
- +

12 მარტი. 2017. 01:58



ბათუმში მიმდინარე აქციაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი დაშავდა. მას  აქციის მონაწილეების ნასროლი ქვა მოხვდა და ოპერაციას საჭიროებს.

 

„საყურადღებოა დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი, რომელსაც სახის ძვლის ტრავმა აქვს. სავარაუდოდ, ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა და გადის კომპიუტერულ კვლევას. როგორც ის ამბობს, დიდი ზომის ქვა მოხვდა სახის არეში", - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.


ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას 11 პირი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელია.


შეგახსენებთ, რომ ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან ამ წუთებში აქცია იმართება. აქ შეკრებილები დღეს, ბათუმში დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეება სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს და პოლიციის მანქანა ამოატრიალეს, რის შემდეგაც სპეცრაზმმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner