შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა გაითვალისწინა და ბათუმში დაკავებული 6 პირი გაათავისუფლა.
„გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, რომ გამეთავისუფლებინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები, თუმცა მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა. ეს ადამიანები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. რაც ბათუმში ხდება, მიუღებელი და ამაზრზენია. მსგავსი პროვოკაციული ქმედებები ხელს ვერ შეუქმნის სამართალდამცველების მუშაობას. საჭირო თუ გახდა დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული და საკადრო გადაადგილებებიც განხორციელდება. ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. ახლა მივემგზავრები ბათუმში",- განაცხადა მღებრიშვილმა.