logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას!
- +

12 მარტი. 2017. 02:12


 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია ბათუმში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ახლა ნუ აჩმახებთ აქ ზოგი!

 

აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას, ქვების სროლას და ცდილობდენ სამმართველოს შენობაში შეჭრას! ეთერშიც ჩანს, როგორ აგროვებენ ლოდებს მანიფესტანტები და ისვრიან. მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენა ძალა პოლიციამ და კიდევ უარესი უნდა ექნა! ძალადობას პასუხი უნდა გაეცეს!

 

იმას აქ არ ვეხები, რის გამო დაიწყო და ვინ იყო მართალი, აქ საქმე აშკარად დესტაბილიზაციის მცდლობასთან გვაქვს. რას იზამდა ვანო მერაბიშვილი, ამის წარმოდგენაც არ მინდა. დააყენეთ ახლა და ნაბან წყალს ბავშვს - ქვეყანას ნუ აყოლებთ!" - წერს ცოტნე გამსახურდია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner