logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: პროვოკატორები უნდა დაისაჯონ!
- +

12 მარტი. 2017. 02:14


 

ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური ბათუმში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

1. თუ ბათუმის პოლიციის უფროსი არ მოსწონს ბათუმის მოსახლეობას, შსს-მ ის უნდა შეცვალოს.

 

2. თუ პოლიციის უფროსზე გენ.ინსპექციაში შესული იყო საჩივარი, გენ.ინსპექციამ უნდა თქვას, რა ეტაპზეა გამოძიება. თუ არ დაუწყია მოკვლევა, უნდა ახსნას არდაწყების მიზეზი.

 

3. თუ მძღოლი აშავებს, ის უნდა დაჯარიმდეს. ეს სახელმწიფოა!

 

4.თუ პოლიციას ქვებს უშენენ და მანქანებს უტრიალებენ, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ კანონის მთელი სიმკაცრით.

 

5. პროვოკატორები უნდა დაისაჯონ!

 

6. ყველა ძალამ, ვინც ეცდება დესტაბილიზაციის გაღვივებას და ვითარების დაძაბვის პროვოცირებას, უნდა დაისაჯოს!" - წერს გიორგი უძილაური.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner