აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, რომ კლინიკებში სულ 21 პაციენტია შეყვანილი, რომლებსაც სხხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. მისივე თქმით, დაშავებულთა შორის ყველაზე მძიმე დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის მდგომარეობაა.
„სულ არის 21 დაშავებული და მათ შორის 11 პოლიციელი, ყველაზე მძიმედ ითვლება დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილის მდგომარეობა. ცოტა ხანში გადაწყდება, ჩაუტარდება თუ არა ოპერაცია", - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.