logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: პატრულის უფროსი სასწრაფოდ უნდა ჩამოაშორონ თანამდებობას!
- +

12 მარტი. 2017. 03:34



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ბათუმში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ჩემს ბათუმელებს ვთხოვ, არ აყვეთ პროვოკაციებს, რაც შეიძლება სხვადასხვა ძალის მიერ იყოს ორგანიზებული. ჯერ ყველაფერი გავაკეთოთ სიტუაციის განსამუხტავად და ამას აუცილებლად მოყვება სერიოზული გადაწყვეტილებები. რაც ხდება, ეს იმის ბრალიცაა, რომ ხელისუფლების შიგნით, აქამდე არ ხდებოდა სათანადოდ ერთმანეთის აზრის გაზიარება. პოლიციამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადააბიჯოს კანონს და არ დაარღვიოს არცერთი მოქალაქის, მათ შორის პროტესტის გამომხატველთა უფლებები. არც პროტესტანტებმა არ უნდა მისცენ საბაბი პოლიციას, რომ მიმართონ მკაცრ ზომებს. დაკავებულები უნდა გაათავისუფლონ და პატრულის უფროსი, როგორც მინიმუმ, საბოლოო გამოკვლევამდე სასწრაფოდ უნდა ჩამოაშორონ თანამდებობას. ამას ბევრი ჩემი კოლეგა  ვითხოვთ შიგნითაც და საჯაროდაც", - წერს ზვიად კვაჭანტირაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner