აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ბათუმში მიმდინარე აქციის მონაწილეები ჟურნალისტებზე ძალადობენ:
„2 საათია თვალები დამეწვა, დავიტანჯე, ცრემლსადენი გაზისა და დამწვარი ავტომანქანების კვამლი გვგუდავს. ჟურნალისტებზეც ძალადობენ აქციის მონაწილეები, სახეები არ გადაიღოთო.
ცრემლსადენ გაზს რამდენიმე წუთში ერთხელ ისვრიან, სხვა რეაგირება არ აქვთ. უკვე დაწვეს 4 ავტომანქანა, მოანგრიეს მოაჯირები. მოკლედ უმართავი და კოშმარული ვითარებაა", - წერს ტატო ცეცხლაძე.