logo_geo
eng_logo
„აქციის მონაწილეები ჟურნალისტებზეც ძალადობენ“
- +

12 მარტი. 2017. 03:48



აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ბათუმში მიმდინარე აქციის მონაწილეები ჟურნალისტებზე ძალადობენ:


„2 საათია თვალები დამეწვა, დავიტანჯე, ცრემლსადენი გაზისა და დამწვარი ავტომანქანების კვამლი გვგუდავს. ჟურნალისტებზეც ძალადობენ აქციის მონაწილეები, სახეები არ გადაიღოთო.

 

ცრემლსადენ გაზს რამდენიმე წუთში ერთხელ ისვრიან, სხვა რეაგირება არ აქვთ. უკვე დაწვეს 4 ავტომანქანა, მოანგრიეს მოაჯირები. მოკლედ უმართავი და კოშმარული ვითარებაა", - წერს ტატო ცეცხლაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner