logo_geo
eng_logo
რას ჰყვება გათავისუფლებული მძღოლი, რომლის დაკავებასაც დღევანდელი აქციები მოჰყვა
- +

12 მარტი. 2017. 05:19


 

საპატრულო პოლიციის მიერ დღეს დაკავებული ჯიმი ბარსავიძე, რომელიც ამ დროისთვის გათავისუფლებულია, მომხდარზე დეტალურად  საუბრობს და ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან მის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.


„მოვდიოდით მე და მამაჩემი ძმის საფლავიდან, აფთიაქთან გავაჩერე, ავარიული ჩართული მქონდა და ვთხოვე პატრულს ჯარიმის გარეშე გავეშვით, მაგრამ დაგვაკავეს. არავის არ ვუცემივართ, ისე გამოგვიშვეს. ძალადობას ადგილი მხოლოდ დაკავებისას ჰქონდა, ისე არავის ვუცემივართ. ხალხს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ და მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ბარსავიძემ.


შეგახსენებთ, რომ დღეს დაკავებული პირების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მიიღო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner