„ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:
„სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა წარმოქმნის სახელმწიფოს სიძლიერეს.
მე, როგორც რიგითი მოქალაქე მოვითხოვ კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ პირები, რომელთა ნებისმიერი ქმედება აყენებს ზიანს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და დემოკრტიულ სისტემას", - წერს ოთარ აბესაძე.