logo_geo
eng_logo
რესპულიკური პარტიის გადაწყვეტილება სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი
- +

30 მარტი. 2016. 11:12



რესპულიკური პარტიის გადაწყვეტილება სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი.


გავრცელებული ინფორმაცით, არჩევნებში მონაწილეობის შერჩეული ფორმატი ამ ეტაპზე კოალიციაში დარჩენაა, არჩევნებზე კი დამოუკიდებლად მონაწილეობა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე შესაძლოა რესპუბლიკელებსა და პრემიერს შორის კონსულტაცია გაიმართოს.


2016 წლის არჩევნებისთვის ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია არც პარტია „ქართულ ოცნებას", არც მრეწველებს და „ეროვნულ ფორუმს". იმ შემთხვევაში თუ სუბიექტები გარკვეულ საკითხებზე ვერ შეთანხმდებიან, უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ კოალიცია დაიშალოს.



ვერ გეტყვით ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მთავარია ქვეყანას არ დაემუქროს საფრთხე. კოალიციები იქმნებიან, იშლებიან და ა.შ. ეს არის მუდმივი პროცესი," - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.



პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, ამავე საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თუ კოალიცია ერთიანი ფორმით არ წარდგება არჩევენბზე, მისი აზრით, ეს საფრთხის შემცველი არ იქნება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner