logo_geo
eng_logo
ბათუმის მერი საზოგადოებას თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
- +

12 მარტი. 2017. 05:57



ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა, დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება, შესრულებულია.

 

„ახლა ყველაზე მთავარია, თუკი რაიმე საკითხი არსებობს და რაიმესთან დაკავშირებით არსებობს სამართლებრივი პრეტენზია, მივცეთ იმ ორგანოებს, დაადგინონ ობიექტური ჭეშმარიტება და მიიღონ სრულყოფილი კანონიერი გადაწყვეტილება", - განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.

 

მისი თქმით, რა სახის ზიანი მიადგა ქალაქს ხვალ განაცხადებენ. ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი, საზოგადოებას თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner