ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა, დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება, შესრულებულია.
„ახლა ყველაზე მთავარია, თუკი რაიმე საკითხი არსებობს და რაიმესთან დაკავშირებით არსებობს სამართლებრივი პრეტენზია, მივცეთ იმ ორგანოებს, დაადგინონ ობიექტური ჭეშმარიტება და მიიღონ სრულყოფილი კანონიერი გადაწყვეტილება", - განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.
მისი თქმით, რა სახის ზიანი მიადგა ქალაქს ხვალ განაცხადებენ. ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი, საზოგადოებას თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.