logo_geo
eng_logo
ირაკლი მელაშვილი: ეს რაც დღეს მოხდა, მაგარი გამოსაძიბელია!...
- +

12 მარტი. 2017. 06:15


 

ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„9 წელი ლამის ქუჩაში გავატარეთ, უმძიმესი აქციები იყო, სადაც არც პოლიციასთან დაპირისპირება დაკვლებია, არც ოპოზიცის მომხრეების ცემა-ტყეპა, მათ შორის ე.წ. გადაცმული ძალოვნების მიერ, არც უკანონო დაკავებები, არც დარბევები და რა ვიცი რა უბედურება არ ხდებოდა. მიუხედავად ამისა, ამდენი აქცია ისე ჩატარდა, რომ ერთი ქვა არავის აუღია ხელში და ერთი ვიტრინა არ ჩაუმსხვრევია არც ერთ-მომიტინგეს. ეს რაც დღეს მოხდა, მაგარი გამოსაძიბელია, მათ შორის იმ ნაძირლების ქმედება და მოწოდებები, რომლებიც კუთხური დაპირისპირების გაღვივებას ცდილობდნენ, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს, რომელი პარტიის წევრიც არ უნდა იყოს ასეთი ადამიანი. თუ პოლიციელმა დააშავა უნდა გამოიძიო, თუ წამოროშა მსაგვსი სიბინძურე რასაც ბათუმში ავრცელებდნენ (ცოტა ეჭვი კი მეპარება) იმან განსაკუთრებულად უნდა აგოს პასუხი, იმიტომ რომ ფორმიან ადამიანს, სამართალდამცველს მეტი მოეთხოვება. ასევე პოლიტიკოსს. ოღონდ მიჩუმათება არ გამოვა, თითქოს არაფერი არ მომხდარა, საყოფაცხოვრებო კომპლიქტს, რომ კუთხური დაპირისპირების გაღვივებისათვის გამოიყენებ დედა უნდა გიტიროს კაცმა, ვინც არ უნდა იყო!", - წერს ირაკლი მელაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner