ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ეს პირველად მოხდა საქართველოში - 30 წელზე მეტია აქციებს ვუყურებთ და დავდივართ აქციებზე და ყოველთვის იმას ვტრაბახობდით, რომ ფოთოლი არ დაცემულა ზედმეტად და მინა არ დამსხვრეულა... რაღაც ცუდად ახალი ხდება... უნდა დასრულდეს ეს სასწრაფოდ, მაგრამ უნდა დასრულდეს მშვიდობიანად", - წერს მაკა რაზმაძე.