logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: უი, „ნაცები“ ცოტა მიყუჩდნენ...
- +

12 მარტი. 2017. 06:39



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„უი, „ნაცები" ცოტა მიყუჩდნენ, „რუსთავი 2"-მაც დაკარგა 3 საათის წინანდელი ომახიანობა. თავიდან პერსპექტიული სტარტი იყო, მაგრამ ვერ გათვალეს, საპროტესტო აქცია გადაიზარდა ვანდალიზმის და ბათუმის დანგრევის პროცესში. ახლა „ნაცებს" აწყობთ სიყუჩე და ჩასაფრებული ლოდინი იმ მომენტის, როცა ხელისუფლება დაიწყებს სიტუაციის დალაგებას. საკმარისია ხელისუფლებამ ამ მცდელობაში გამოყენოს გაზი, რომ ეგრევე ატყდება ისტერია - შეკრების უფლება სისხლში ჩაახშესო. ჩემი აზრით, იმის მიუხედავად თუ რას იყვირებენ „ნაცები", ბათუმი გადასარჩენია ვანდალების თარეშისგან. ხვალ კი ყველა ხულიგანი უნდა მიეცეს პასუხისგებაში. თუნდაც 100 კაცი იყოს. დაე, „ნაცებმა" ნიშნის მოგებით იხითხითონ - აი, ჩვენც მაგიტომ ვარბევდით აქციებსო. ეგ ხითხითი ჯობია ძალიან ცუდ პრეცენდენტს. მითუმეტეს, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა სწორედ ამას ითხოვს ხელისუფლებისგან - სიმკაცრეს! ჩინოვნიკებო დროა „უნიათოს" სახელი ჩამოიშოროთ, იმოქმედეთ! ხალხი ამაში გიხდით ხელფასებს!", - წერს უძილაური.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner