logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: დიახ, ბათუმელი გორში უნდა მუშაობდეს, გორელი - ბათუმში, და ასე შემდეგ!
- +

12 მარტი. 2017. 07:08


 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„მმართველობის მეცნიერების ანბანია, რომ ადმინისტრაციული ორგანოებისა და ძალოვანი სტრუქტურების ნახევარი მაინც რეგიონულ, საშუალო და მცირე დასახლებულ პუნქტებში სხვა რეგიონებიდან უნდა იყოს. ექსტერიტორიალური პრინციპი ჰქვია მაგას, რათა გამოირიცხოს ნაცნობობა, საქმეების ჩაწყობა, ნათლია-ნათესაობანა... შევარდნაძის დრო მოგენატრათ ვიღაცებს?! დიახ, ბათუმელი გორში უნდა მუშაობდეს, გორელი - ბათუმში, და ასე შემდეგ! ეს ქვეყანა არ არის აჭარლების, კახელების, მეგრელების, არამედ - ქართველებისაა და საქართველო ჰქვია, ჯერჯერობით!

 

და საერთოდ, მოვითხოვოთ თბილისელებმა ის გორელი პოლიციის უფროსი, ბუხრაძე, თბილისში გადმოიყვანონ, განსაკუთრებით - ცენტრალურ უბნებში, ძაალიან საჭიროა!", - წერს ცოტნე გამსახურდია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner